საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ განიხილოს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც მისივე შეფასებით, საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.