მიმდინარე კვირაში ქართული ოცნება დაჩქარებული წესით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აპირებს, რომელიც მათ შორის მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვას ეხება. ცვლილებები დაგეგმილია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც, რომლის შედეგადაც, სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის, სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. ოპოზიცია დაანონსებულ ცვლილებებს მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად აფასებს. განსხვავებული პოზიცია აქთ მმართველ გუნდში.