საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებს ეხმაურებიან და ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ - Palitra News

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებს ეხმაურებიან და ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

2025-06-25 15:40:08+04:00

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებს ეხმაურებიან და ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ავტორიტარული ტაქტიკა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკის საწინააღმდეგოა. ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ნაწილი სანქციების ამოქმედების მოწოდებით გამოდის. ქართული ოცნება კი კრიტიკას კრიტითვე პასუხობს და ბრიუსელს მოუწოდებს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.