პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სამართლიანი განაჩენი - პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ურთიერთსაპირისპირო განცხადებებით აფასებენ - Palitra News

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სამართლიანი განაჩენი - პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ურთიერთსაპირისპირო განცხადებებით აფასებენ

2025-06-25 15:39:08+04:00

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სამართლიანი განაჩენი - პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ურთიერთსაპირისპირო განცხადებებით აფასებენ. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეზე პატიმრობა მისჯილი აქვს ოთხ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კიდევ 4 ხელისუფლების ოპონენტი კი სასამართლოს განაჩენს ელოდება. უფრო მეტიც, კომისია აპირებს, რომ უკვე დაკავებულ პოლიტიკოსებს - ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს დღეს ხელახლა გაუგზავნოს შეტყობინება და კომისიაზე ჩართვა შესთავაზოს. თეა წულუკიანის თქმით, - არ არის გამორიცხული, გამოუცხადებლობაზე ორშაბათს პროკურატურაში ახალი საქმეები გადააგზავნონ.