საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - საქართველოში ოპოზიციის რეპრესიები მიუღებელია - Palitra News

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - საქართველოში ოპოზიციის რეპრესიები მიუღებელია

2025-06-25 13:43:00+04:00

საქართველოში ოპოზიციის რეპრესიები ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ სწრაფ სვლას ავტორიტარიზმისკენ.

„საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ დრიფტს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, - წერს მინისტრი.