ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა - Palitra News

ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

2025-06-25 12:44:52+04:00

ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრის დროს მხარეებმა შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები შეაფასეს და რუსეთზე ზეწოლისთვის დიპლომატიური სამუშაოები განიხილეს. მისივე განცხადებით, ნატო-ს სამიტისგან მხარეები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ელოდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გააგრძელებს.