აშშ-ის პრეზიდენტი, ნატოს სამიტის ფარგლებში სხვა ლიდერებთან ერთად ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი, ნატოს სამიტის ფარგლებში სხვა ლიდერებთან ერთად ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო

2025-06-25 12:44:13+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, ნატოს სამიტის ფარგლებში სხვა ლიდერებთან ერთად ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო. ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაც შედგა. მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები; ორხმრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიესალმა. ერდოღანის თქმით, აუცილებელია მდგრადი მშვიდობა, ღაზაში მიმდინარე კრიზისის დასრულება, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი. როგორც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰააგაში ჩასვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სამიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება.