ისრაელსა და ირანს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ზავის ძალაში შესვლის შემდეგ, ისრაელმა ირანზე ძლიერი დარტყმა განახორციელა, რის გამოც ღამით ირანმა საპასუხო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ, ტრამპის თქმით, ისრაელი კვლავ შურისძიებას აპირებდა, მაგრამ მისი ჩარევით ეს თავიდან აიცილეს. 13 ივნისის შემდეგ ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა. ირანში კი, ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ 606 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.