კოჯორში ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. ჯარის ბანაკის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის და განათლების მინისტრები ესწრებიან. მთავრობის მეთაურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯართან ურთიერთობით, ქხალგაზრდებს, შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული. კობახიძის თქმით, საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით ქართული ჯარი პირველ ადგილზეა. როგორც კობახიძე ამბობს, ეს ნდობა ქართულმა ჯარმა ბრძოლითა და გმირობით დაიმსახურა, მონაპოვარს კი, მოფრთხილება და პატივისცემა სჭირდება.