აშშ-ის პრეზიდენტი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება

2025-06-25 09:42:57+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება. ტრამპი სამიტზე ალიანსის 32 ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრება. აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრის დროს მხარეებმა შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განიხილეს.