დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებები გრძელდება - Palitra News

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებები გრძელდება

2025-06-25 09:40:31+04:00

1. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებები გრძელდება. მეექვსე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც სამართალდამცველებმა გუშინ დააპატიმრეს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი - გიორგი ვაშაძეა. მოსამართლემ ოპოზიციონერ ლიდერს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვაშაძეს 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. რა იქნება ოპოზციის საერთო გეგმა - ხელისუფლების ოპონენტებს კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების ერთიანობაზე და წინააღმდეგობის გაძლიერებაზეა დამოკიდებული. მათივე თქმით, პროტესტის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებასაც მოიტანს.