მინისტრთა კაბინეთში მორიგი ცვლილებები განხორციელდა - Palitra News

მინისტრთა კაბინეთში მორიგი ცვლილებები განხორციელდა

2025-06-25 09:38:43+04:00

მინისტრთა კაბინეთში მორიგი ცვლილებები განხორციელდა. ამჯერად, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა. საკადრო ცვლილებას ოპოზიცია სხვა მიზეზებთან ერთად, რომეო მიქაუტაძის დაკავებას უკავშირებს, რომელიც ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნული ყველა კადრი გაათავისუფლა, რითიც პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ღმასრულებელ ხელისუფლებაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.