ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების ფონზე, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელის. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, ქართული ოცნების ქმედებებმა, საქართველოსთვის ვიზალიბერაზაციის შეჩერება გამოიწვიოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანია, სანქცირების პოლიტიკა მმართველი გუნდის წევრების მისამართით გამკაცრდეს, ხოლო ქართული საზოგადოება, ყველაზე ნაკლებად დაზარალდეს.