„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში დაგეგმილი  ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა - როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას ოპოცზიცია? - Palitra News

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში დაგეგმილი  ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა - როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას ოპოცზიცია?

2025-06-24 20:45:29+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. ცვლილებები დაგეგმილია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც, რომლის შედეგადაც სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად აფასებს.