„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააკავეს. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს. ვაშაძის დაკავების მომენტში, ადგილზე ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულე ბლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით აეკრძალა. როგორ გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები?