"ქართული ოცნება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისთვის ემზადება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

"ქართული ოცნება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისთვის ემზადება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-24 16:01:14+04:00

"ქართული ოცნება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისთვის ემზადება. დაგეგმილია ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ’’ კანონშიც რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად აფასებს.