ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 26 ივნისს დაგეგმილ საზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართება - Palitra News

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 26 ივნისს დაგეგმილ საზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართება

2025-06-24 16:00:26+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 26 ივნისს დაგეგმილ საზაფხულო სესიაზე საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართება. შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოპოზიციური ძალების გზავნილებს გააჟღერებს. ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართული ოცნების წევრებს საქნციებს დაუწესებენ.