რატომ დააკავეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რატომ დააკავეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-24 15:54:44+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააკავეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ოპოზიციონერ ლიდერს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აკრძალვის გადაწყვეტილება გამოაცხადა სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეს. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.