როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

2025-06-24 15:49:42+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიაც ელოდება. მოსამართლე გადაწყვეტილებას 30 ივნისს გამოაცხადებს. სწორედ ამ თარიღისთვის გადადო მოსამართლემ სხდომა, სადაც ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა ჩვენებას გვარამია და ისარგებლებს თუ არა ის საბოლოო სიტყვის უფლებით. დღევანდელ სასამართლო პროცესს გვარამია არ დასწრებია. ამ წუთებში მიმდინარეობს ამავე საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომაც.