საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა ამის პარალელურად გაზრდილია მისი მოხმარება. ამ წლის იანვარ-მაისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 5 284გვტ. საათი შეადგინა. კვლევას ენერგეტიკულირ ბაზრის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, გამომუშავების შემცირების პარალელურად, გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება 3.6%-ით და 5 854 გვტ. საათს მიაღწია. იანვარ-მაისში, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.82 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის მაისიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო და ჯამურად ქვეყნიდან 201 გვტ. საათი ელექტროენერგია გავიდა. საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდა თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 9 მილიონ დოლარს გადააჭარბა.