“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებებია დაგეგმილი. მამუკა მდინარაძემ დააანონსა რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ასევე, დაგეგმილია საერთო სასამართლოების შესახებ’’ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად აფასებს. თუმცა ეს ცვლილებების მხოლოდ ერთი ნაწილია.