ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს დავავალე, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას - Palitra News

ისრაელ კაცი - თავდაცვის ძალებს დავავალე, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას

2025-06-24 12:15:22+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

სარაკეტო იერიში გამო, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.