ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - Palitra News

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

2025-06-24 09:23:42+04:00

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა ორ ეტაპად გაისროლეს. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - მძიმედ დაშავდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად ბოლო წუთამდე გაგრძელდა. ამ ყველაფრის პარალელურად კი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ისრაელისა და ირანის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ. მისი თქმით, კონფლიქტში მყოფ 2 ქვეყანას მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება თუ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ.