იქნება თუ არა გიორგი ვაშაძე მე-7 პოლიტიკოსი, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობას შეუფარდებენ?! - კითხვაზე პასუხი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, ის გააზრებულ ბრძოლაშია და პატიმრობით ვერ შეაშინებენ. გიორგი ვაშაძე პროცესზე დასწრებას არ აპირებს. 23 ივნისს ზურა გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თითოეულ პოლიტიკოსს 2 წლით საჯარო სამსახურში საქმიანობა აეკრძალება.