გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე გამოსაცხადებლად ვადა 2 ივლისამდე განესაზღვრა - Palitra News

გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე გამოსაცხადებლად ვადა 2 ივლისამდე განესაზღვრა

2025-06-24 09:16:00+04:00

გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე გამოსაცხადებლად ვადა 2 ივლისამდე განესაზღვრა. ექსპრემიერის თანაგუნდელების ინფორმაციით, გახარია კომისიასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, თუმცა სხდომაზე დასწრებას, კვლავ დისტანციურად შეძლებს. მიზეზი- საზღვარგარეთ რამდენიმე კვირიანი ვიზიტია. თუ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კომისიის სხდომაზე არ მივა, გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრები არ გომორიცხავენ, საქმე პროკურატურას გადაეცეს.