გიორგი ჯინჭარაძე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მიმართულებას და გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოსახლეობასთან - Palitra News

გიორგი ჯინჭარაძე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მიმართულებას და გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოსახლეობასთან

2025-06-23 16:07:05+04:00

დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული და უპირობო დაბრუნება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვა და მოსახლეობის უკანონო დაკავებები - ეს საკითხები განიხილება ჟენევაში, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი იმართება. ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებზე დღეს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფება. პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო მოლაპარაკებათა 64-ე რაუნდი ოფიციალურად 25 ივნისს დაიწყება.