ანტიკორუფციული ბიურო ქმნის სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, საკუთარი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულოს, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება, - - ამის თაობაზე პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, სადაც გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გრანტების მიღების დროს მონიტორინგი განხორციელდეს ისე, რომ კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას რაიმე დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება უწყების ხელმძღვანელმაა საკუთარ აგარიშში? - ამას ცარო კირვალიძისგან შევიტყობთ.