ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის “სისხლის სამართლის” საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში, პარტია “გახარია-საქართველოს” წევრი აკაკი გვიანიძე გამოიკითხა - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის “სისხლის სამართლის” საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში, პარტია “გახარია-საქართველოს” წევრი აკაკი გვიანიძე გამოიკითხა

2025-06-23 16:04:27+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის “სისხლის სამართლის” საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში, პარტია “გახარია-საქართველოს” წევრი აკაკი გვიანიძე გამოიკითხა, მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მზია ამაღლობელთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხვა პირები უკანონოდ დააკევს. მისი განმარტებით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ. “მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა, მივიდნენ და დაიჭირეს”,- აღნიშნა მან სასამართლო სხდომაზე. პროცესის დაწყებისას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილი პირები აცხადებდნენ, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მიმართ, გამოძიებას სამი ცრუ ბრალდება აქვს წარდგენილი.