თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული. მიქაუტაძის თქმით, არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია. პროკურატურის ბრალის მიხედვით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. დანაშაული, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.