ირაკლი კობახიძე - მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას - ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას - ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება

2025-06-23 15:57:57+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს და ექსპრემიერს 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ მათი ლიდერი მზადობას გამოთქვამს ჩორჩანას საკითხზე კომისიაზე 2 ივლისსაც დისტანცურად ისაუბროს. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას გაურბის. თავად ექსპრემიერის თანაგუნდელები კი განმარტავენ, რომ მათი ლიდერი საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტით იმყოფება.