სალომე ზურაბიშვილი - პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს - პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს - პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“

2025-06-23 14:46:27+04:00

ვიდრე მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსა და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს მიმართავს.

„ტერორი საქართველოში: სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი სასჯელის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“! - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.