ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტში აშშ ოფიციალურად ჩაერთო - რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს და რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში - Palitra News

ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტში აშშ ოფიციალურად ჩაერთო - რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს და რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

2025-06-23 12:49:18+04:00

ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტში აშშ ოფიციალურად ჩაერთო - უმაღლესი ხარისხის ბომბდამშენებითა და 150-ზე მეტი თვითმფრინავით ამერიკამ ირანის 3 მნიშვნელოვან ბირთვულ ობიექტს შეუტია. ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად მათი უსაფრთხოების 9 თანამშრომელი ლიკვიდირებულია. აშშ-ის ქმედებებს გმობენ აგრესორი რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, თურქეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები - რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს და რა ვითარებაა ამ წუთებში კონფლიქტის ზონაში