პარტია „ხალხის ძალა“ ევროკლავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკისა და ოფიციალურ ბრიუსელს აკრიტიკებს და მათ ე. წ დიფ სთეითის მართულად მიიჩნევს. საერთო განცხადებით პარტია ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“. განცხადებაში ნათქვამია, რომ პაველ ჰერჩინსკის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა“. მათივე განცხადებით, ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს.