ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება

2025-06-23 12:42:18+04:00

პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2 წლის ვადით კი თანამდებობის დაკავება აეკრძალა. დღესვე იმავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართაც. როგორც ცნობილია, არცერთი მათგანი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. პოლიტიკური დევნა თუ ობიექტური სასჯელი? საკითხის გარშემო მოსაზრებები ორად იყოფა.