თენგიზ შარმანაშვილი - დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე, ან დაზარალებული, გახარია კი პასუხისმგებელია ჩორჩანას მოვლენებზე და ეს მას აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე, ან დაზარალებული, გახარია კი პასუხისმგებელია ჩორჩანას მოვლენებზე და ეს მას აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს

2025-06-23 12:40:20+04:00

გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმის ეპიზოდზე დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ ელოდებიან. როგორც ექსპრემიერის გუნდში აცხადებენ, გახარია, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება და კომისიას მის დისტანციურად გამოკითხვას სთავაზობს. თუმცა მის ონლაინ მოსმენაზე უარს აცხადებს ქართული ოცნება. მიზეზად კი ჩორჩანას მოვლენებზე მის უშუალო პასუხისმგებლობას ასახელებს.