ისრაელ-ირანის ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, ახლა უკვე აშშ-ს მონაწილეობით გრძელდება. ამერიკამ ირანის სამ მნიშვნელოვან ბირთვულ ობიქეტზე დაარტყა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს უზარმაზარი ზიანი მიადგა. ისრაელის შტაბის უფროსის განმარტებით, ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში და მზადაა ქვეყანაზე თავდასხმები გააგრძელოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. მისი თქმით, ისრაელის კამპანიაში დარტყმები გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს, რომელიც გასულ კვირას დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა. როგორც მედია უწყება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, შეხვდეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს და მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ბოლო მონაცემებს კვირას ისრაელის სამხედროების მიერ ორ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის შედეგად მისი უსაფრთხოების 9 თანამშრომელი დაიღუპა. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი და ორი სამხედროა.