პარლამენტში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი დღეს ანგარიშს წარადგენს. კუპრაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.