ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას აფასებენ ოპოზიციაში. ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე მიქაუტაძის დაკავებას „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს. მისი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ეს მოცემულობა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს.