გამოცხადდება თუ არა ექსპრემიერი გიორგი გახარია მეორედ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?! - Palitra News

გამოცხადდება თუ არა ექსპრემიერი გიორგი გახარია მეორედ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?!

2025-06-21 20:58:27+04:00

გამოცხადდება თუ არა ექსპრემიერი გიორგი გახარია მეორედ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?! – გახარია-საქართველოსთვის ლიდერს საკითხზე პოზიცია ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებია, გუნდში კი ამბობენ, რომ გახარია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებისთვის ყოფილი პრემიერი 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული. მმართველი გუნდის მტკიცებით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა ესკალაციის საფრთხე იყო. ექსპრემიერის გუნდში კი ირწმუნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა. კომისია სხდომაზე მეორედ იბარებს მამუკა ხაზარაძესა და ნიკა გვარამიასაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საგამოძიებო კომისია კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის წესის დარღვევითაა შექმნილი და ამ მიზეზით, თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.