მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა

2025-06-21 19:13:12+04:00

მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.

ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.