მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2025-06-21 16:11:35+04:00

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიას უფლებადამცველი პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს ვერ ხედავდა. სწორედ ამ ფაქტზე აპელირებდა გიორგი კონდახიშვილი სხდომათა დარბაზში. ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ დაკითხეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, რომლის მიმართაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შეურაცხმყოფელ ქმედებას ედავებიან. მელიასთვის წარდგენილი ახალი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.