ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის - Palitra News

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის

2025-06-21 16:09:50+04:00

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის. ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, ქვეყანას ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს. ჰერჩინსკის თქმით, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. დიპლომატი არ გამორიცხავს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, სანქციების დაწესებისა და უვიზო რეჟიმის საკითხებიც განიხილონ.