ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი შეტევა გრძელდება - Palitra News

ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი შეტევა გრძელდება

2025-06-21 12:44:26+04:00

ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი შეტევა გრძელდება - ირანის იერიშის სამიზნე ბალისტიკური რაკეტების შესანახი და გამშვები ადგილები, ისრაელის ავიადარტყმების სამიზნე კი ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ბირთვული კვლევითი კომპლექსი იყო. უახლესი ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პალესტინის შტოს ხელმძღვანელი საიდ იზადი, რომელიც ჰამასს 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმამდე აფინანსებდა და აიარაღებდა. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. - რა გზავნილები აქვთ ევროპელ ლიდერებს და რა ვითარებაა ამ წუთებში კონფლიქტის ზონაში?!