გახარია-საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული. ექსპრემიერს არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა მორიგ ჯერზე კომისიის წევრებს უპასუხოს, თუმცა გუნდში არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში მეორედ მივიდეს. უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნა. ექსპრემიერის გუნდში კი ამტკიცებენ, რომ საგუშაგოს დადგმით ქვეყანამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა. გიორგი გახარია ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე იბარებენ. კომისიას კითხვები მამუკა ხაზარაძესთან და ნიკა გვარამიასთანაც აქვს. რა პოზიცია აქვთ კომისიაზე ხელმეორედ დაბარებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს?!