მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.