ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს დროს საქართველოს საკითხსაც დაუთმობს. სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაუძღვება. საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება, ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება. კვლავ პოლიტიკური განხილვის თემა ევროპარლამენტში გამართული დებატები და რეზოლუცია, რომელიც საქრათველოში მედია გარემოსა და მზია ამაღლობელის საქმეს ეხება. მიკერძოებული დოკუმენტი თუ ობიექტური ჩანაწერების შემცველი რეზოლუცია - მოსაზრებები საკითხზე ორად იყოფა.