თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული საქმეზე ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება ბრალდებული ოპოზიციონერი ლიდერი. ის არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. მოგვიანებითაა ჩანიშნული ამავე საქმეზე მამუკა ხაზარაძის პროცესი.სხდომაზე მისვლას არც ხაზარაძე აპირებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტსა და მასში მოქმედ საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურს უწოდებენ და მათ წინააღმდეგ აღძეულ საქმეს პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ.