თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა. ამავდროულად, ლევიტმა აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოება “რამდენიმე კვირაში" შეეძლება. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მედიას განუცხადა, რომ აშშ-ის ჩარევა რეგიონში ჯოჯოხეთს გამოიწვევს.