ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება - ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების გარეთ დაეცა, რის შედეგადაც 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მედიასთან კომენტარი ,,ჰეზბოლას“ ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. ისრაელ კაცი, ნაიმ ქასემს აფრთხილებს, ისრაელის წინააღმდეგ არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - შედეგებით ემუქრება. ქასემმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის საპასუხოდ „ჰეზბოლა“ ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.