საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს, ასევე, გამოვლენილია საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.